საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030157474247115
             № 01-43/დ 24 / დეკემბერი / 2015 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პრემირების შესახებ

             „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისი №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების წახალისების მიზნით 

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს მიეცეთ პრემია თანდართული დანართის შესაბამისად.

2. პრემიის გაცემა განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირთა ასიგნებებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელია 2015 წლის 23 დეკემბრის N 01-24508 მოხსენებითი ბარათი. 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო